უცხოეთი
თეთრი სახლის წარმომადგენელი - ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს თავისი ოპონენტების მკვლელობის დიდი ისტორია აქვს, ეს არის კრემლის ისტორია

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ კრემლი, შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ პუტინი არის დამნაშავე ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებაში, ჟან-პიერმა უპასუხა: „საკმაოდ აშკარაა, რაც მოხდა“.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს თავისი ოპონენტების მკვლელობის დიდი ისტორია აქვს. ეს არის კრემლის ისტორია. თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს უკან, თუ ერთი წამით უკან დავიხევთ, მაშინ ეს ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ რუსეთში ძალაუფლების არაეფექტური მუშაობაა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

1tv.ge