სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამჭვირვალე გახადოს ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიება

Tavisufali-saqarTvelo15„თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, „საჯარო გახადოს გამოძიების დეტალები და პოლიტიკურ პარტიებსა და დიპლომატებს მიაწოდოს შუალედური მონაცემები“.

როგორც საქინფორმის მკითხველისთვის ცნობილია, პოლიციამ საკუთარი სახლებიდან აიყვანა რამდენიმე ფოტორეპორტიორი, რომელთაც, შსს-ის ინფორმაციით, ბრალი ედებათ „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება“.

„რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით ნებისმიერი მოქალაქის დაპატიმრება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სააკაშვილის რეჟიმი უკვე ატერორებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი საინფორმაციო საშუალებები უკვე იწყებენ მასობრივ პროპაგანდას სასულიერო პირების, კერძოდ, მეუფე ზენონის, წინააღმდეგ, რაც ეჭვს ბადებს, რომ ხდება დღეს განვითარებული მოვლენების გამო. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევის ის ფაქტი, რომ გაუგებარია, კონკრეტულად, რა ბრალდებას უყენებენ დაკავებულებს“ – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

 

საქინფორმი