უცხოეთი
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადა. ამის შესახებ ყოველკვირეულ ტრადიციულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
საქმე ეხება აზერბაიჯანის განცხადებას, იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს იურიდიული ძალა ვერ ექნება.
„ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს ისეთივე პატივისცემით უნდა უდგებოდეს, როგორც პარტნიორები ელოდებიან ჩვენი მხრიდან, როდესაც საუბარი ეხება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ზახაროვამ.
1tv.ge