სამართალი
წინანდალში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

wantedკახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 8 ივლისს, 01:00 საათზე, მოხდა. ახალგაზრდებს შორის სისხლიან გარჩევას 21 წლის გიგა გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი ემსხვერპლნენ.

წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ არჩილ მეგუთნიშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. სამართალდამცველები მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

 

საქინფორმი