უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ აშშ-სგან „აბრამსის“ პირველი ტანკები მიიღო

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ „აბრამსის“ ტიპის პირველი ტანკები აშშ-დან უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ „ტელეგრამზე“ წერს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ამერიკული ტანკების მიღების შესახებ აცნობა.

„„აბრამსი“ უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადება. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, რათა გავაფართოოთ მომარაგება“, – წერს ზელენსკი.

1tv.ge