პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ერის გადაგვარება ტერიტორიების დაკარგვაზე უარესია

   30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო დამარცხდა აფხაზეთში, სომხეთი კი 35 წლის შემდეგ დამარცხდა ყარაბაღში.

   როგორ შეიძლება საქართველო დამარცხებულიყო აფხაზეთში, თუ ეს მისი ტერიტორიაა? როგორ შეიძლება სომხეთი დამარცხებულიყო ყარაბაღში, თუ აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორია დაიბრუნა?

   თუ ქართველებმა აფხაზებთან ომი დაუშვეს, ესე იგი საქართველო აფხაზეთში დამარცხდა - ისევე, როგორც სამაჩაბლოში 15 წლის წინ, რაკიღა ოსებთან ომი დაუშვა. თუ სომხები ამდენი წელია აზერბაიჯანელებთან ვერ მოილაპარაკეს, ესე იგი სომხეთი ყარაბაღში დამარცხდა. საქართველო და სომხეთი არა მხოლოდ ეკლესიებია, არამედ ადამიანები, რომლებიც, ღვთისგან განსხვავებით, ცდებიან და მარცხდებიან. ჩვეულებრივ, ეს ხდება მაშინ, როცა ამპარტავნება და სიხარბე თრგუნავს გონიერებასა და რწმენას, როცა მოღალატეები ფეხქვეშ თელავენ პატრიოტებს.

   მოღალატეები კი არ აგებენ, ყიდიან - მას შემდეგ, რაც მათ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყარაბაღი გაყიდეს, ათიათასობით პატრიოტი ლტოლვილად იქცა, მათი დაოლებული სახლები და მშობლიური საფლავები სიკვდილის ტოლფასია, რის შემდეგაც მაცხოვარი არა ეროვნული ნიშნით განასახლებს ჩვენს სულებს ორ ტერიტორიაზე - სამოთხესა და ჯოჯოხეთში.

დედამიწაზე კი ღმერთმა ადამიანები რასებად დაასახლა, მსგავსი ადათ-წესების მქონე ხალხები-ერები კი სამეზობლოში საცხოვრებლად განაწესა. ამიტომ, უძველესი ხანიდან მოდის, რომ მეზობელი ახლობელია, უცხოელი კი უცხო. ღმერთმა რუსეთი სამხრეთ კავკასიის ხალხების მეზობლად განაწესა, მაგრამ საქართველომ და ახლა უკვე სომხეთმა გაწყვიტეს მრავალსაუკუნოვანი, დიდი სამამულო ომის დროს სისხლით განმტკიცებული მეგობრობის კავშირდა მეგობრები უცხოელებს უწოდეს. ქართველებმა და სომხებმა ისინი სახლში დაპატიჟეს, მაგრამ ახალმა „მეგობრებმა“ ასეთი სტუმართმოყვარეობის ხილვისას ჩვენსუფრაზე თამადობა მოინდომეს...

   რით შეიძლება აიხსნას ასეთი ექსპერიმენტი? ნუთუ ქართველებს, რომლებიც ღმერთმა მიწიერ ედემში დაასახლა, პირველი წინაპრებივით, რომლებმაც ვერ გაუძლეს პირველქმნილი ცოდვის ცდუნებას, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება მოისურვეს - როგორაა ნეტა, როცა 78 გენდერი „კანონშია“? ან 100 წლის შემდეგ სომხებში დაკარგული ყარსისა და არარატის გამო ტკივილმა და წყენამ გაიღვიძა, ქართველებში კი, იმავე ხელშეკრულებით - ართვინისა და არდაღანის გამო?

   დიახ, მეზობლებიც ჩხუბობენ, ზოგჯერ - სამკვდრო-სასიცოცხლოდაც, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მეზობლებად და, მაშასადამე, ახლობლებად რჩებიან, რასაუცხოელები ვერასოდეს მოახერხებენ! ხოლო ერის გადაგვარება ბევრად უარესია, ვიდრე ტერიტორიების დაკარგვა, რადგან ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ერებს, რომელთა კულტურაც ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, ვერასოდეს დაბრუნებ! მაშასადამე, ტერიტორიების დამბრუნებელიარავინ იქნება და არც ამის საჭიროება იარსებებს...

   რა არის ეს, თუ არა ერის გადაგვარება, როცა ქართველებმა დაივიწყეს საკუთარი ისტორია და უგულებელჰყვეს მართლმადიდებლობა, რომლის წყალობითაც გადარჩნენ, რადგან სცხვენიათ რუსეთთან ერთმორწმუნეობის?! როცა აბუჩად იგდებენ საკუთარ უნიკალურ კულტურას, რომლითაც აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო?! როცა სცხვენიათ საკუთარი წინაპრების, მათ შორის დიდი სამამულო ომის გმირების, რადგან მათ ფაშიზმზე დიადი გამარჯვება მოიპოვეს რუსებსა და სსრკ-ს სხვა ხალხებთან ერთად?!

გადაგვარებულ ახალ ქართველებს სცხვენიათ, რომ ქანთარიამ რაიხსტაგზე დროშა აღმართა ეგოროვთან ერთად და უარს ამბობენ თავიანთ კავკასიურ ფესვებსა და ტრადიციებზე, რომლებიც, დასავლელი ელჩების აზრით, "აზიურია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ დემოკრატიიულ ღირებულებებს”!

ერის გადაგვარებაა, როდესაც ქართველები და სომხები, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ ლტოლვილების დაბრუნებაზე, დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც არა მხოლოდ ანადგურებს დაკარგულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელ ხიდებს, არამედ ახალი ტერიტორიების დაკარგვითაც იმუქრება!

   ერევანში შიშობენ, რომ მალე დაიწყება ვაჭრობა სიუნიქის ოლქით, სადაც გადის ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სომხეთისდა ირანისთვის, აზერბაიჯანისდა თურქეთისთვის.

   ქართველები უწინდებურად არასოდეს იცხოვრებენ და დაისვენებენ აფხაზეთში, სანამ საქართველო ევროკავშირისა და ნატოსკენ მიისწრაფვის. სომხები ვერასოდეს იცხოვრებენ აზერბაიჯანში, როგორც ადრე, თუ არბიტრებად მოწვეული ანგლოსაქსები სომხურ სუფრაზე თამადებენ!

   საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებულად მოიქცა კავკასიის მესამე რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სადაც პატივს მიაგებენ სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას და საქმეს, სადაც უწინდებურად სუფევს ეროვნული კულტურისა და ტრადიციების კულტი, სადაც უცხოელი აგენტების - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ფონდებისა და ინსტუტუტების საქმიანობა აკრძალეს; აზერბაიჯანელებს არ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი - „ერთი ხალხი, ორი სახელმწიფოა“; პრეზიდენტმა ალიევმა შეინარჩუნა მეგობრობა რუსეთთან, აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორთან კასპიის ზღვაში, ასევე შეინარჩენა ხელსაყრელი პირობები რუსული ენის არსებობისა და შესწავლისთვის (პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი საკომუნიკაციო ენითვის). ყველა ამ წინაპირობააზერბაიჯანს პოლიტიკურსაფუძველი მისცა, დაებრუნებინა მთიანი ყარაბაღი, რომელიც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო მოქცეული, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი თავს არ თვლის საბჭოთა აზერბაიჯანის სამართალმემკვიდრედ.

   საქართველოსაც არ მიაჩნია თავი საქართველოს სსრ-ის სამართალმემკვიდრედ, მაგრამ რუსეთისგან არ მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისთვის დაბრუნებას საბჭოთა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის შესაბამისად ზუსტად იმავე პრინციპით, რომლითაც მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯან. მიზეზი რუსოფობია: აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, არ დაწყებულა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, ქართველი პოლიტიკოსები, ქართველი ხალხისგან განსხვავებით, ზიზღით უყურებენ არა მარტო ყველაფერს რუსულს, არამედ ყველაფერ საბჭოთასაც, მათ შორის საბჭოთა საქართველოს საზღვარს, რომლის ფარგლებშიც იყო აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიდა, სხვათა შორის, VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი „დავით გარეჯი“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე!

ევროქართველები – ე.წ. სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლგბტ-თემი, ანგაჟირებული GZ-ის თაობა და სხვა უცხოელი აგენტები, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია „ერთიანი ნაცისტური მოძრაობის“ მეთაურობით, ყოველმხრივ ანადგურებს და აკნინებს საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდს, მიუხედავად ქართული ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერებისა, სპორტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის უპრეცედენტო აყვავებისა, რაც მაშინ მხოლოდ მოსკოვის დახმარებით გახდა შესაძლებელი. რა არის ეს, თუ არა ერის გადაგვარება, როცა საქართველოს ეკონომიკა ისევ რუსეთის წყალობით არსებობს, რომლის სტრატეგიული პარტნიორობაც შავ ზღვაზე საქართველოსთვის თავად ღმერთმა ინება, მაგრამ ამის ნაცვლად რუსთაველის სამშობლო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების ანტირუსული კონცეფციის აქტორია ნატოს ქვეყნებთან ერთად?!

   ერთადერთი, რაც დღეს გარკვეულწილადგვანუგეშებს, ისაა, რომ სომხებს ქართველებზე ნაკლები მოღალატეები როდი აღმოაჩნდათ და ლეგენდა ღვიძლ ძმობაზე ჰაოსზე და ქართლოსზე, როგორც ჩანს, სრული სიმართლეა...

   საინტერესოა, რომ მთიანი ყარაბაღის მთავრობის აწ უკვე ყოფილმა მეთაურმა, მილიარდერმა, ბიზნესმენმა, როტშილდებისა და მორგანების პარტნიორმა, რუბენ ვარდანიანმა, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრობას უწინასწარმეტყველებენ, ერთხელ განაცხადა, რომ აქვს ქართული ფესვებიც, თანაც - თავადური. ვარდანიანი არაერთხელ ყოფილა საქართველოში, სადაც ჰყავს გავლენიანი მეგობრები და ფლობს უძრავ ქონებას.

რატომ თქვა უარი სომეხმა ერმა, რომელსაც ქართველები სიბრძნის ნიმუშად ასახელებენ, რუსების წინადადებაზე და დაკარგა ყარაბაღი, თუმცა შეეძლო იქ დარჩენილიყო და აზერბაიჯანის მიერ შვიდი ოკუპირებული რეგიონიდან ორი ​​შეენარჩუნებინა? რატომ დარჩა ერი, რომელსაც ჰყავს მძლავრი უცხოური დიასპორა (სომხეთში 3 მილიონზე ნაკლები სომეხი ცხოვრობს, ხოლო აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში 10 მილიონზე მეტი) და ყველაზე მდიდარია მსოფლიოში (სომეხების მთლიანი კაპიტალი 250 მილიარდი დოლარია, რაც უდრის 4 ათას 300 ტონა ოქროს, შედარებისთვის - გერმანიას აქვს 3 ათას 367 ტონა, ხოლო რუსეთს - 2 ათას 252 ტონა) რეალური საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე? რატომ აქვს პატარა სომხეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკული საელჩო და დაახლოებით ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია 10 მოსახლეზე?

   ამ და სხვა „რატომ“-ზე პასუხებს მალე მივიღებთ, ისევე, როგორც მთავარ კითხვაზე - შეძლეს თუ არა ქართველებმა და სომხებმა თავიანთი ერის გადაგვარების პროცესის შეჩერება და მისი უკან შემობრუნება.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 1 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი