უცხოეთი
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩასვლასა და იქ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი თქვა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარი თქვა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გრანადაში უნდა გამართულიყო ალიევის შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ „ვიზიტის გაუქმების მიზეზია საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე პარიზსა და ბერლინს შორის უთანხმოება შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“.

1tv.ge