უცხოეთი
მარია ზახაროვა - სომხეთში საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ.

„მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დღეს, არამედ ერის ისტორიის კონტექსტში. ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე, პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობის გარეშე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

1tv.ge