უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანთან პირველი შეხვედრის დროს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განიხილა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირველი შეხვედრის დროს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით და მეგობრული ურთიერთობებით ამ რეგიონის სახელმწიფოებთან. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული ეკონომიკური პროექტები“, – წერს ზელენსკი.

1tv.ge