სამართალი
ირაკლი კობახიძე: სრულად ვიზიარებ იმ მძიმე შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულად ვიზიარებ იმ მძიმე შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება და ეს ოფიციალური განცხადება ნიშნავს მთავრობის, ხელისუფლების პოზიციას. სრულად ვიზიარებ ამ მძიმე შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.