უცხოეთი
„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების რიცხვი 600-ს აღემატება, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების რიცხვი 600-ს აღემატება, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

„ჰამასის“ მიერ დაკავებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციას აწარმოებენ.

ღაზის სექტორიდან შეჭრის შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა საზღვრისპირას არსებული 30-მდე დასახლება დაიკავეს.

ისრაელის სამხედროებმა 22 მათგანის გათავისუფლება უკვე შეძლეს.

ამ ეტაპზე „ჰამასის“ კონტროლქვეშ რვა დასახლებაა.

1tv.ge