პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ვინც რუსეთს ეთვისება - იგებს, ვინც არ ეწყობა - აგებს

   ბოლო წლების სხვადასხვა არჩევნებისა და სოციოლოგიური კვლევების შედეგების შედარებითი ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ - საქართველოში ნახევარმილიონიდიოტი ცხოვრობს. ეს არის სააკაშვილისა და მისი პარტია „ნაცისტური მოძრაობის“ ელექტორატი, ასევე მასთან ერთ პლატფორმაზე მდგომი ლილიპუტი რადიკალური ოპოზიციური პარტიები. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო სექტორი და მიშას კახპები - ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „პირველის“ და „ფორმულას“ წამყვანები.

მხოლოდ იდიოტებს შეუძლიათ მოუწოდონ საქართველოს უკრაინდახმარებისკენ - დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ! მხოლოდ იდიოტებს უნდათ, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი გაიზიარონ, რომელთა შორის მილიონობით ნაცისტი და იდიოტია! იდიოტები დღესაც კი არ შეცვლილან, თუმცა ხედავენ, რა უყო ისრაელს ერთმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, მიუხედავად ისრაელის სუპერპროფესიონალი არმიის, სუპერთანამედროვე შეიარაღებისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის!

საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ მტერი თავს ესხმის და იმარჯვებს, როცა ქვეყანაში შიდა დაპირისპირებაა. პალესტინელმა ისლამისტებმა შეარჩიეს მომენტი, როდესაც ისრაელი დასუსტდა ანტისამთავრობო განწყობების ზრდის შედეგად, ათიათასობით მომიტინგე ყოველ შაბათს გამოდიოდა საპროტესტო აქციებზე კორუმპირებული პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს (რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული!) მთავრობის სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ.

იდიოტები ვერ ამჩნევენ, რომ პალესტინას მხარი დაუჭირეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც უფრო ახლოს არიან საქართველოსთან, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს! იდიოტებმა ვერ დაისწავლეს ყარაბაღის მთავარი გაკვეთილი: "ვინც რუსეთს ეთვისება - იმარჯვებს, ვინც არ ეთვისება - აგებს!".

2023 წლის 9 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი