აქტუალური
აიათოლა ალი ხამენეი: ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს ირანის ჩართულობას 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.

რეჟიმის მხარდამჭერები და ზოგიერთი თავად უზურპატორული რეჟიმის შიგნით ყალბ განცხადებებს აკეთებდა გასული დღეების განმავლობაში და ასეც აგრძელებენ. მათ შორის აცხადებენ, რომ ირანი დგას ამ მოძრაობის უკან. ისინი ცდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ პალესტინას, ჩვენ ვიცავთ ბრძოლას და ხელზე ვემთხვევით იმ ჭკვიან და მამაც პალესტინელ ახალგაზრდებს, რომელთაც დაგეგმეს თავდასხმა სიონისტურ რეჟიმზე. ჩვენ ვამაყობთ მათით. ვინც ირწმუნება, რომ არაპალესტინელები დგანან იმის უკან, რასაც პალესტინელები აკეთებენ, ისინი არ იცნობენ პალესტინელ ერს. სათანადოდ ვერ აფასებენ პალესტინის მთავრობას. გამანადგურებელმა სტიქიამ გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენა მარტივი არ იქნება. სიონისტური რეჟიმის ქმედებებია ამ კატასტროფაში დამნაშავე, – განაცხადა ხამენეიმ.

აღსანიშნავია, რომ ირანი „ჰამასის“ მხარდამჭერ ძალად მოიაზრება, რომელიც დაჯგუფების წვრთნებსა და შეიარაღების მიწოდებას უზრუნველყოფს.