პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში.

ჩვენ ერებს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

დიდად მადლობელი ვარ ასეთ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნავს პრემიერი.