აქტუალური
დიდ ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის 10-მილიონიანი სასახლე დაიწვა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის საგრაფოში მდებარე 10 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული სახლი, რომელიც ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა.

ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" ცნობით, ინციდენტამდე ერთი დღით ადრე სახლის მასშტაბური განახლების სამუშაოები დასრულდა, რომლებიც სამი წელი გრძელდებოდა და რამდენიმე მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეები ადგილზე დროულად მივიდნენ, სახლი მთლიანად დაიწვა.