აქტუალური
ანა ბუჩუკური პრემიერს მიმართავს კითხვით, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ორბანთან ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის გადმოცემაზე

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს.

ანა ბუჩუკური მთავრობის ხელმძღვანელს მიმართავს, მიაწოდოს საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მთავრობის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი.

მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?“, – აღნიშნავს ბუჩუკური.