აქტუალური
გრიგოლ ლილუაშვილი: 2022 წელს გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისაკენ.

ლილუაშვილი თქმით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო და რეგიონული პროექტები.

რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედების ფონზე, გაზრდილი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, მაქსიმალურ კონტროლზე იყო აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება. გააქტიურებულ იქნა კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან. სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რამე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო.

გასული წლის განმავლობაში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო და რეგიონული პროექტები, ასევე სოციალური საკითხები და მოსახლეობის განწყობები.

უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი პირების და პირთა ჯგუფების და ორგანიზაციების გამოსავლენად, ჩვენს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ოპერატიულად საყურადღებო სუბიექტების საქმიანობის შესწავლა, მონიტორინგი და კონტროლი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტები და ცალკეული ჯგუფები.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოზე იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებით დაინტერესებული გარე ძალები, საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის იყენებდნენ მათდამი ფინანსური და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტები და ცალკეული ჯგუფები.

ადგილი ჰქონდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უკიდურესად ნეგატიური პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. რიგ შემთხვევებში აღნიშნული ემსახურებოდა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან და საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას.

აღნიშნული საფრთხეებისა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების საწინააღმდეგო აქტივობების საპასუხოდ საანგარიშო წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები და მოახდინა არა ერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების აღკვეთა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლილუაშვილმა განაცხადა, 2022 წელს სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე -კონტრდაზვერვითი მიმართულებით 17 და უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართულებით 3 საქმეზე.

2022 წელს, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეების შესახებ გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას, ახდენდნენ სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, სტრატეგიული და სარეჟიმო ობიექტების საეჭვო ფოტო-ვიდეოგადაღებას. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე მათი საქმიანობა შეიზღუდა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.