აქტუალური
რობინ დანიგანი: ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და აღნიშნულ თანამშრომლობის კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.