რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მე მოვკითხავ ზელენსკის...

   „ზელენსკიმ იმდენჯერ ითამაშა პრეზიდენტები და სხვა „ნაპოლეონები“, რომ მისი ოცნებები მატერიალიზდა, ამიტომ პასუხს ისევე მოსთხოვენ, როგორც უკრაინის პრეზიდენტს. წინა დღეს მან თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს ოჩამჩირეშიც მისწვდება, რაზეც მე ზელენსკის ვკითხავ - აღიარებს თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? თუ - კი, მაშინ რის საფუძველზე აპირებს აფხაზეთის დაბომბვას? აფხაზეთი ხომ საქართველოა, ნუთუ უკრაინა მართლა ომს გამოუცხადებს საქართველოს?! ან იქნებ უკრაინას სურს აფხაზეთის დაბომბვა დეოკუპაციის მიზნით - აქაოდა, "Русской корабль, иди на ..."? მაგრამ განა საქართველომ რუსეთს ომი გამოუცხადა და სამხედრო დახმარების თხოვნით უკრაინას მიმართა? არა, საქართველოს ხელისუფლება უკვე 11 წელია აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის პრობლემას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარებს. ამიტომ, დაე, უკრაინა შინ, თავისთან ებრძოლოს რუსულ ოკუპაციას, გაათავისუფლოს დონბასი და ყირიმი, რომლებიც აფხაზეთზე გაცილებით დიდია! რა უფლებით გადააქვს ზელენსკის სამხედრო მოქმედებების თეატრი საქართველოში, აქცევს მას რუსეთ-უკრაინისა და მისი მოკავშირეების - ნატოს ქვეყნებს შორის შეტაკების პლაცდარმად?

   და თუ ეს მოხდება, თუ რუსული გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმას დაექვემდებარებიან, მე მოვკითხავ ზელენსკის, როგორც სააკაშვილს მოვკითხე! მე ქართველი ხალხივით ვფიქრობ - ნუ აურევთ „ქართულ ოცნებაში“ - მმართველი პარტია ბოლო ხანს კიევის ხელისუფლების მიმართ სიყვარულის მოზღვავებას განიცდის, საქართველოს პარლამენტი გააქტიურდა ასოცირებული ტრიოსა და ყირიმის პლატფორმის ფორმატში. მიზეზი მარტივია - თვენახევარში ევროკომისია გადაწყვეტს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, და ამაში უკრაინის სიტყვა დიდ როლს ითამაშებს. თუ კიევი გამოუცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც გულგრილი არ არის ზელენსკის მიმართ და რომლის მიმართაც არ არის გულგრილი პრეზიდენტი ბაიდენი, რომ საქართველო უღირსია, რადგან უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ტყვეობაში ყავს და არ გაუხსნია მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ სტატუსს საკუთარი ყურებივით ვერ დავინახავთ! მით უფრო, რომ ამის შესახებ გვარამიამ თავის ბოიფრენდ არახამიას სთხოვა - აქაოდა, უთხარი, რომ არ მოგვცენ, თორემ „ოცნება“ ქულებს ჩაიწერს და არჩევნებს მოიგებს!“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

2023 წლის 28 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი