რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ომი ღაზაში მალე დამთავრდება, უკრაინა სამოკავშირეო სახელმწიფოში შევა

   აშშ-ს სჭირდება მუდმივი ქაოსი სამხრეთ კავკასიაში, - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა პორტალ „ИнфоРос“-თან ინტერვიუში 2011 წლის ივნისში, ხოლო 12 წლის შემდეგ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, პრეზიდენტმა პუტინმა თათბირზე განაცხადა, რომ აშშ-ს სჭირდება მუდმივი ქაოსი ახლო აღმოსავლეთში. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, დღეს კი ჯო ბაიდენია, რატომ არ შეიცვალა აშშ-ის ტაქტიკა?

- არავითარი განსხვავება არ არის - ბარაკია თუ ბიდონი, ბიჭები ასოზე „ბ“ ერთნაირად მოქმედებენ, რათა შეინარჩუნონ შეერთებული შტატების თანდასწრება აღმოსავლეთში, მათ მიმართ აპრიორი მტრულად განწყობილ რეგიონებში, სადაც ვაშინგტონმა მილიარდობით დოლარი დახარჯა ტერორისტული დაჯგუფებების - თალიბანის, ისლამური სახელმწიფოს, ჰამასის, ჰეზბოლას შესაქმნელად, რომლებმაც შემდგომში ომი თავიანთ შემქმნელს გამოუცხადეს! იმის ნაცვლად, რომ დახვეწილად ეთამაშა აღმოსავლეთის ხალხების წინააღმდეგობებზე და ებატონა, აშშ ქმნის ქაოსს, პროვოცირებს სამხედრო კონფლიქტებს საკუთარი სამხედრო უპირატესობის იმედით და ავიამზიდები შეჰყავს! აშშ-ს მოკლე მეხსიერება აქვს, ამერიკელებს დაავიწყდათ, როგორ ეფარებოდნენ ერაყში, სირიასა და ავღანეთში თავიანთი ბაზების კედლებს, საიდანაც სულ თავ-პირის მტრევით თალიბებს გაექცნენ! არაბები, სპარსელები და თურქები, სუნიტები და შიიტები - ვაშინგტონისთვის ყველა ერთნაირია, როგორც ერთნაირია ყველა კავკასიელი - ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩრდილო კავკასიელი ხალხები! ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების თავებში ხურდება და ითიშება, როდესაც ისინი ცდილობენ გაარკვიონ რა განსხვავებაა ჩვენს შორის, რის გამოც ისევ შემოიყვანეს ავიამზიდები! მათგან სარგებელი ნულია, მაგრამ თუ საქმეში ირანი ან/და სხვა დიდი მოთამაშეები ჩაერთვებიან, ამერიკული ავიამზიდები პირველ და საუკეთესო სამიზნედ იქცევა!

- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ოპერაცია მესამე ეტაპზე გადავიდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისრაელის გამარჯვება ახლოვდება?

- აი კიდევ ერთი ბიჭი ასო "ბ"-ზე! ბიბი მოქმედებს ამერიკული ტაქტიკით, რაც ძალიან გასაკვირია - ის თითქოს ებრაელია, აბუ ჭკვიანი უნდა იყოს... რა თქმა უნდა, ჰამასი ყველაზე ძლიერი როდია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ჩამოვთვალე, მაგრამ ისრაელიც არ არის ამერიკა! მაშ, როგორ უნდა გაიმარჯვოს ცახალმა იქ, სადაც ნატოს მთელმა ბლოკმა წააგო?! გაიხსენეთ ისლამური სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რუსეთის ჩარევის წყალობით დამარცხდა, აქ კი რუსეთი ჩარევას არ აპირებს - ამას მას არავინ სთხოვს და მოსკოვი არ განიხილავს ჰამასს, განსხვავებით ისლამური სახელმწიფოსგან, ტერორისტულ ორგანიზაციად. მხედველობაში მაქვს სამხედრო ჩარევა, თორემ შუამავლობა, იქნება ეს რუსეთი თუ აშშ, თელ-ავივი არ საჭიროებს - ისინი გაჩერებას არ აპირებენ, რადგან ბიბი-ს მხოლოდ გამარჯვება, ანუ ვერაფერი გადაარჩენს...

სხვათა შორის, ეს არ მოხდებოდა, თავდაცვის მინისტრი ისევ ავიგდორ ლიბერმანი რომ ყოფილიყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიცნობ ამ გამოჩენილ პოლიტიკოსს - სხვათა შორის, მისი მამა და ჩემი ბაბუა ერთად იბრძოდნენ დიდ სამამულო ომში. რამდენი ათასი კაციც არ უნდა დახოცონ ღაზას სექტორში - იარაღს ხელში სხვები აიღებენ, ღაზას სექტორში კი ორი მილიონი პალესტინელია, შემდეგ წამოიზრდებიან ბავშვები, რომელთა თვალწინაც მათი მშობლები და თანატოლებიდაიღუპნენ და მათ ერთი მიზანი ექნებათ ცხოვრებაში - ებრაელის მოკვლა! მათ მორწმუნე ძმებიც დაეხმარებიან - ნუთუ ბიბი-ს მართლა მთელი ისლამური სამყაროს განადგურების იმედი აქვს?! აგერ ზელენსკიც ომის მესამე, საბოლოო ეტაპი გამოაცხადა, როგორც ჩანს, საკუთარი თავის დასასრულს გულისხმობდა...

- სწორედ ახლა ვაპირებდი მეტხოვა კომენტარი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. აშშ-მა იქაც მოაწყო ქაოსი - მოახდინა ომის პროვოცირება საკუთარი ინტერესების შესანარჩუნებლად?

- აი კიდე ერთი ბიჭი ასოზე „ბ“, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმერია და ებრაელი! ბრიყვები ფიქრობენ, რომ აშშ-მა და ნატოს ქვეყნებმა თავისი იარაღის საწყობები მხოლოდ უკრაინელი ხალხის სიყვარულითა და რუსების სიძულვილით დაცალა! ისინი არც კი ეჭვობენ, რომ ამერიკელებისთვის რუსები, ბელორუსები და უკრაინელები ყველა ერთ სახეზეა - ისევე, როგორც კავკასიელები და აღმოსავლეთის ყველა ხალხი! აშშ-ის მიზანი უკრაინაში არის მისგან ნატურით მიიღოს სამხედრო და ფინანსური დახმარების საფასური, რომელიც უკვე გაუწია და კიდევ გაუწევს. ისრაელმა მკაფიოდ გამიჯნა ომი უკრაინაში და ომი ღაზას სექტორში, ბიბი არ აპირებს პუტინთან ურთიერთობების გაფუჭებას, ხოლო ზელენსკი ჯანდაბაში გააგზავნეს, როდესაც მან ისრაელში ჩაფრენა განიზრახა, ამიტომ ისრაელი მიიღებს ფინანსურ დახმარებას და ჭურვებს ცალკე „ქვაბიდან“ მიიღებს. აშშ, გარდა იმისა, რომ უკრაინას თავის მარადიულ მოვალედ აქცევს, წაართმევს ყველაფერს, რაც ღირებულია, პირველ რიგში, წიაღისეულ სიმდიდრეებს. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის ერთადერთი გამოსავალი რუსეთ - ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიერთება, მის მესამე თანასწორუფლებიან წევრად ქცევა და ომის შემდგომი აღდგენის შანსის მიღებაა! უკრაინის მოსახლეობის ნახევარი, ვინც იქაურობა დატოვა, არის არა დეზერტირი, არამედ ის, ვინც არ ეთანხმება ომს და ნაციზმ-ბანდერიზმს, ნაწილი პატრიოტი უკრაინელებისა დონბასს იცავს და ბევრი, ვინც კიევის სახელმწიფოსთვის იბრძვის, ამას იძულებით აკეთებს და, ხელსაყრელ შემთხვევაში ტყვედ ბარდება, მეტი რეზერვები კი აღარ არის. თანაც, დასავლეთის დახმარება იწურება...

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი

2023 წლის 31 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი