რელიგია
ეჩმიაძინმა გადაწყვიტა არ გაეუქმებინა ყარაბაღის ეპარქია

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ეჩმიაძინში სომხური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო საბჭოს 3 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ყარაბაღის (რცახის) ეპარქიის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ეჩმიაძინის პრესსამსახურის ცნობით, ეს გადაწყვეტილება კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ მიიღო. ამავე წყაროს ცნობით, ეპარქიის ზოგიერთი ფუნქცია შეიცვლება“.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გულებში იქნება ოცნება ისევ არცახში დაბრუნებაზე“, - განაცხადა ყარაბაღის ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვრთანეს აბრამიანმა.