საზოგადოება
თარგამაძის ბრიფინგი რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით

TargamaZeსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გუშინდელ ბრიფინგზე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ კანონსა და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პოზიცია გააცნო მედიის წარმომადგენლებს.

მისი განცხადებით, სახელმწიფო სათანადოდ არ ასრულებს საკონსტიტუციო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც ქრისტიან-დემოკრატები მხარს უჭერენ და აუცილებლად მიაჩნიათ წმიდა სინოდის მიერ ინიცირებული კომისიის შექმნა, რომელიც კონკორდატით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას გაუწევს მონიტორინგს.

„მართლმადიდებლობა საქართველოში ერთ-ერთი რელიგიათგანი ვერ იქნება და ჩვენი ამოცანაა, ამ რელიგიური პრიორიტეტის სამართლებრივი გაფორმება და მისთვის უფრო მაღალი კონსტიტუციური გარანტიების მინიჭება. მიგვაჩნია, რომ ეკლესიაზე მაღლა არ შეიძლება იდგეს რაიმე სახის პროგრამა ან დოქტრინა, მაგრამ ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ქრისტიანთა და არაქრისტიანთა, ქართველთა და საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისა და კონფესიების ურთიერთობასა და თანაცხოვრებას ერთ მთლიან საქართველოში“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

 

საქინფორმი