აქტუალური
პრემიერი: მიუხედავად შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი მოქმედებების, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს, ისე, როგორც ვაგრძელებდით მანამდეც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, გაიმარჯვა სიმართლემ.

ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.