აქტუალური
ტრამპი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ანტიუკრაინულ ტელეწამყვანს განიხილავს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ანტიუკრაინულ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონს პოტენციურ პარტნიორად და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მიიჩნევს.

ამის შესახებ მან კლეი ტრევისისა და ბაკ სექსტონის შოუში განაცხადა.

"მე ძალიან მომწონს ტაკერი, ვფიქრობ, მას განვიხილავ... რადგან მას აქვს შესანიშნავი საღი აზროვნება. იცით, როცა ამბობენ, რომ კონსერვატორები ხართ ან მე ვარ კონსერვატიული, ეს არ არის ის, რომ ჩვენ კონსერვატორები ვართ, არამედ ის, რომ ჩვენ საღი აზრი გვაქვს", - აღნიშნა ტრამპმა.

ტაკერ კარლსონი ადრე Fox News-ის წამყვანი იყო. პოპულარულმა ტელეწამყვანმა ტელევიზია აპრილში დატოვა. მისი წასვილის მიზეზი Fox News-სა და ხმის მიცემის აპარატების მწარმოებლის სასამართლო დავის დასრულებას დაემთხვა. მხარეები სასამართლოს გარეშე მორიგდნენ და ტელეციზია კომპანიას 787 მილიონ დოლარს გადაუხდის, რადგან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ტაკერ კარლსონი და სხვა წამყვანები არჩვნების შესახებ კონსპირაციებს ავრცელებდნენ და აცხადებდნენ, თითქოს ტრამპს არჩევნები გაუყალბეს.

კარლსონი გამოსვლებში ხშირად აკრიტიკებს უკრაინას და რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებს.