უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი ბირთვულ იარაღს ფლობს.

„ისრაელი ახორციელებს ქალაქისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას. ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

1tv.ge