აქტუალური
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის „უსაფრთხოების გაძლიერების“ აუცილებლობაზე.

სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატო-მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ.

უწყების მტკიცებით, აუცილებელია „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა.