საზოგადოება
ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გადამწყვეტი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

"პირველებთან" საუბარში მელია ადასტურებს, რომ სულ მალე ახალი მოძრაობის ყრილობა ჩატარდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვისთან ერთად იბრძოლებს მელია "ოცნების" რეჟიმის დასამარცხებლად.

"პირველების" ინფორმაციით, ნიკა მელიას პარტიას "წინ მომავლისთვის!" ერქმევა.

წარსულში მე ვტოვებ წარსულს და მივდივარ წინ, მომავლისკენ რწმენით და აბსოლუტურად მაღალი მოლოდინით გამარჯვებისა. შეიქმნება ახალი პოლიტიკური პარტია ათასობით თანამოაზრესთან ერთად და სულ მალე ვიქნებით გაცილებით მეტნი, ვიდრე ვართ დღეს. სიმართლე და ღირსება უნდა იყოს ამ პოლიტიკური პარტიის საფუძველი საძირკველი, რაზეც დაშენდება ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რასაც დაუკავშირებს საკუთარ ბედს ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ამის ამბიცია ექნება ამ პოლიტიკურ პარტიას და ის შეიტანს უდიდეს წვლილს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში რეალობის შესაცვლელად.

ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, საუბარი იქნება სადამფუძნებლო ყრილობაზე, რომელიც აუცილებლად შედგება ძალიან მალე. პარტია, რომელიც ადფუძნდება, იქნება სრულიად განსხვავებული ბევრი თვალსაზრისით ბევრი პარტიისგან და აქ დაინახავენ ქვეყნის უკეთეს მომავალს. დაინახავენ სიმართლეს, დაინახავენ კომპეტენციას, გამბედაობას, ცოდნას და დაინახავენ გულწრფელს სურვილს, რომ მოჯადოებული, აჭაობებული, გახრწნილი პოლიტიკური სისტემა შეიცვალოს, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, პირველ რიგში, ის თანამშრომლობას საზოგადოებასთან აპირებს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, მელია ამბობს, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, თუმცა გადაწყვეტილება ოპოზიციონერებმა თავად უნდა მიიღონ.

ამ პარტიის ბირთვი და საყრდენი ძალა იქნება ხალხი, სხვადასხვა პროფესიის, გულანთებული ადამიანი და დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი. ყველა, ვინც დაინახავს საკუთარ თავს პარტიაში, რომელიც ძალიან მალე შეიქმნება, იქნება ჩვენი თანამებრძოლი. მე არავის ვეტყვი და შევთავაზებ, რომ ის უნდა დადგეს ჩემთან ერთად. დიახაც, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. კონკრეტულად რომელი პოლიიტკური ლიდერი, ცნობილი საზოგადოებისთვის, ჯერ არ ცნობილი, იქნება ამ პარტიაში, ამას საზოაგდოება თქვენი მეშვეობით დაინახავს, მაგრამ ჩემთვის უმტავრესია რაოდენობა გულწრფელი ადამიანებისა, რომლებიც ცადგებიან მართალი ბრძლის ავანგარდში. მეორე, რაც შეეხება პარტიულ, კოლეგიალურ თანამშრომლობას, რა ტქმა უნდა, სატრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია თანამშრომლობა ყველა ჯგუფთან, მაგრამ ჩვენ ვქმნით პარტიას, რომელსაც ექნბეა ამბიცია ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების. ამაზე არ მიფიქრია, ნიკა გვარამია თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის, - განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ახალი პარტია არჩევნების შემდეგ ენმ-თან, მელია ამბობს, რომ ამას თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს.

პოსტსაარჩევნო თანამშრმლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის დამოკიდებულია ამომრჩეველზე. ამომრჩეველმა უნდა გასაზღვროს არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ვინ ვისთან რა ხარისხითა და დოზით ითანამშრომლებს. ჩვენ, ბუნებრივია, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ბრძოლას წარვმართავთ და კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, ჩვენ შევიტანთ მნიშვნელოვან წვლილს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში. შევთავაზებთ საზოგადოებას იმას, რისი მოლოდინიც მას აქვს, - ამბობს მელია.