საზოგადოება
მირჩა ჯოანა: უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების ნაწილი

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

ნატო-ს ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუმინეთის მეზობლების ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შემდეგ რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთი საზღვარი და თავს დააღწევს ევროპის პერიფერიას.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაპირდაპირ, მაგრამ ძალიან პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეზობელი პირველად გვეყოლება ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რუმინეთი გეოგრაფიულად ბევრად უფრო ევროპის ცენტრში იქნება“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.