აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ველით ევროპულ საბჭოში 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს კანდიდატობის სტატუსი

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ამ საკითხს წინ აღარაფერი უდგას, ასე რომ, ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპულ საბჭოში, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზეც უკვე წელიწად ნახევარია მთელი სახელმწიფო მუშაობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებულ პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, პაპუაშვილის განმარტებით, მათ, ვინც ამაზე საუბრობენ, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან ერთმანეთის „ჯინაზე არ მიიღება“.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე მოცემულობა: პირველი, ჩვენ გვაქვს პოზიტიური დასკვნა ევროკომისიის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეორე, ჩვენ აქამდე ვისმენდით, რომ 27 ქვეყანას აქვს პოლიტიკურად გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ კანდიდატი სტატუსის მინიჭებას. ასევე, ამ საკითხს წინ აღარაფერი აღარ უდგას, ასე რომ, ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპულ საბჭოში, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზეც უკვე წელიწადნახევარია მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ვიყავით ლიდერები სხვა ქვეყნებთან მიმართებით. თუმცა, სამწუხაროდ, შარშან ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა. წელს ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის, ასე რომ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, რომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული დაფუძნებული დამსახურებაზე.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, არ მგონია მე, ისინი ვინც ამაზე საუბრობენ, ვფიქრობ, რომ მათ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე. ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე და იმ შემთხვევაში, თუკი შიდა დისკურსია არსებობს და ეს არ არის ახალი შიდა დისკურსია, რომელიც ახლა მიდის, თუკი აქ მოხდება, ფიქრობს ვინმე, რომ ერთი სახელმწიფო შეიძლება იქცეოდეს უსამართლოდ (არ ვიცი, თუ ეს შიდა დისკურსის ნაწილია), ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა უნდა მოიქცეს უსამართლოდ საქართველოს მიმართ. ჩვენი გაზიარებული ევროპული ღირებულება სწორედ იმას ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღება სამართლიანად, ობიექტურად, დამსახურებაზე დაყრდნობით, ჩვენ ასე ვმოქმედებთ და ასეთივე მოლოდინი გვაქვს ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება სამართლიანი და არა ვინმეს ჯინაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის მტკიცებით, ასევე, წარმატებულად ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში იმოქმედებს 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და თუ კი ვინმე მზად არის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესით და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ან პარტიული ინტერესით, ამ პროცესში ყველასთვის კარი ღიაა.

რაც შეეხება 9 რეკომენდაციას და მასზე მუშაობას, იცით, რომ ჩვენ ევროკომისიასთან შეთანხმებით სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ, ამ 9 რეკომენდაციაზე სამუშაოდ. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ეს ფაზა დასრულდეს წარმატებით მომავალ კვირას და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რა თქმა უნდა, შემდეგ ღიაა კარი ყველასთვის, ვისაც უნდა რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც ვიყავით წარმატებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დრომ გვაჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, მოქმედებდა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ინტერესებში და მოქმედებდა გააზრებულად იმ მიზნით მოძრაობით, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია. ზუსტად, ასევე, წარმატებულად ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში იმოქმედებს 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, თუ კი ვინმე მზად არის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესით და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური და პარტიული ინტერესით ამ პროცესში ყველასთვის კარი ღიაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.