საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს სურს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

როგორც ჩეხური მედია წერს, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს და ჩეხეთის დეპუტატების პალატის სპიკერს.