საზოგადოება
მმართველი პარტიის ლიდერი: ლგბტ-პროპაგანდა მიუღებელია

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებები მკაცრად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა ლგბტ-პროპაგანდის საკითხზე საჯარო განხილვის დაწყების და ამ საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობის შესახე განაცხადა და ამასთან, მთავრობის მეთაურმა აქცენტი გააკეთა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პროპაგანდის აკრძალვაზე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები აუცილებლად მკაცრად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა მიუღებელია. პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ არა კანონით, არამედ უნდა დავუპირისპირდეთ საზოგადოებასთან ერთად. იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ამ თემაზე ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე ლგბტ-პროპაგანდის საკითხის დარეგულირება პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა ფორმებით უნდა დავუპირისპირდეთ ლგბტ-პროპაგანდას. საზოგადოებას კონკრეტული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან მიმართებით. მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამ პროპაგანდის წინააღმდეგია. ჩვენთვის მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს სურათი იყოს შენარჩუნებული", - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლების რაოდენობა წლიდან წლამდე რადიკალურად იზრდება.

შესაბამისად, ჩანს, რომ ამ პროპაგანდას აქვს თავისი შედეგები“, - აღნიშნა კობახიძემ.

პოლიტიკოსი ასევე სრულიად მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციური ტელეარხების მონაწილეობას ლგბტ-პროპაგანდაში.

ლგბტ-პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ რაც შეეხება ლგბტ-პროპაგანდას, ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა „ნაცური“ ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას, ბუნებრივია, აქვს ამაზე რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.