საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიაში ბენზინის ფასის შესაძლო ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, „აბსოლუტურ დეზინფორმაციას“ უწოდებს და განმარტავს, რომ „საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს“.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.

შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.

საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბენზინის ფასის ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, რადგან საქართველო დღეს რუსეთისგან ვეღარ იღებს იაფ საწვავს და მოუწევს საერთაშორისო ფასებით ვაჭრობა, ეს საწვავზე ფასების ზრდას გამოიწვევს“.