საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე: თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს.

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.