საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის დახმარებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ინსპექტორის ოფისი, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
პროექტის მიხედვით, ინსპექტორის ოფისმა უნდა უზრუნველყოს ფონდების აუდიტი, გამოძიება და ზედამხედველობა.
ამასთან, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კანონპროექტი, უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. კენჭისყრისას თავდაცვის ბიუჯეტის გეგმას 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, რაც გასულ წელთან შედარებით 3%-ით მეტია.
პროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, რომელიც მას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.
1tv.ge