სამართალი
ეკა ბესელია გიორგი აბდალაძის სანახავად არ შეუშვეს

eka-beseliaგლდანში მდებარე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლების ინფორმაციით, დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ ადვოკატ ეკა ბესელიას აცილება მისცა. ციხის თანამშრომლებმა ბესელიას ეს პირადად განუცხადეს და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ.

ბესელიას კი ციხის თანამშრომლების არ სჯერა, რადგან, მისი განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტი არ უჩვენებიათ, რომელიც აბდალაძის ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებდა.

ბესელია აბდალაძესთან შეხვედრას და აცილებაზე გადაწყვეტილების მოსმენას უშუალოდ მისგან ითხოვს და საშვის დაშვებას მაინც ელოდება.

ბესელიას განმარტებით, მასთან დღეს შეხვედრა თავად აბდალაძეს სურდა.

 

საქინფორმი