საზოგადოება
პრემიერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და­ სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.