სამართალი
ზურაბ ქურციკიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა

qurcikiZe2საზოგადოებრივი კამპანიის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ხელმძღვანელ ეკა ბესელიას განცხადებით, ადვოკატებმა საქმეში ნახეს დაკავებული ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის ჯაშუშობის ბრალდებას აღიარებს. სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის აღიარებით ჩვენებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

ამასთან, ბესელიას ინფორმაციით, დაკავებული გია აბდალაძე დანაშაულის აღიარებას არ აპირებს და თავს კვლავინდებურად უდანაშაულოდ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ალია ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინათ დააკავა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ნათია გედენიძე კი 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

საქინფორმი