საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკიდან გასვლა, სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, „ქართული ოცნების“ გუნდი მხოლოდ მიესალმება

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი პოლიტიკიდან გასვლა, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდი, მხოლოდ მიესალმება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობას, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება.

ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე არავითარი განხილვა არ ყოფილა. თავის დროზე მისი გადაწყვეტილება იყო, რაც პოლიტიკიდან გასვლას უკავშირდებოდა. სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში, გუნდი მხოლოდ მიესალმება, ეს არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.