საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ნათელაშვილის ფანჩატური თუ აღდგება, ეს იქნება ოპოზიციის ახალი სუპერ პაკი

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თავის დროზე არსებობდა ნათელაშვილის ფანჩატური, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის სუპერ პაკ-ი იყო, ეს ფანჩატური თუ აღდგება, ეს იქნება მათი ახალი სუპერ პაკი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

სუპერ პაკ-რაც შეეხება, მათი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოსულია 20 პროცენტს ქვემოთ, სადღაც 15% არიან. ეს არის მათი სუპერ პაკ-ი. ხაბე, კეზერას, სააკაშვილის სუპერ პაკ-ი. თქვენ გახსოვთ, თავის დროზე არსებობდა ნათელაშვილის ფანჩატური, რომელიც იყო მაშინდელი ოპოზიციის სუპერ პაკ-ი. ამ ფანჩატურის აღდგენა თუ მოხდება, ეს იქნება მათი ახალი სუპერ პაკ-ი. სხვა რა უნდა ვთქვა ამ თემაზე, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.