საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ვულოცავ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი, საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი.