საზოგადოება
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად კონსტანტინე გამსახურდია ინიშნება

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია ინიშნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.

კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.