უცხოეთი
ენტონი ბლინკენი - აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, სანამ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება.

„ღაზაში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდება“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ ღაზაში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, შინ დაბრუნდეს.

interpressnews.ge