საქინფორმს შეწუხებული მოქალაქე დაუკავშირდა, რომელსაც საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სასწრაფოდ დასჭირდა პასპორტის შეცვლა.
საქინფორმი შეეცადა, დაკავშირებოდა სამოქალაქო რეესტრის საბურთალოს სამსახურს, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა. რამდენიმეჯერ მცდელობის შემდეგ კი ავტომოპასუხე ჩაირთო – „აბონენტი დაზიანებულია“. ბოლოს, სამოქალაქო რეესტრის ცხელ ხაზზე ასეთი პასუხი გაგვცეს: „პროგრამული შეფერხებაა, ველოდებით ხარვეზის აღმოფხვრას. კიდევ დაგვირეკეთ და პასუხს მოგაწვდით, ასეთი რამ იშვიათად ხდება“.
ეს მოქალაქეს არ აინტერესებს, რა ინტენსივობით შეიძლება შეფერხდეს სამოქალაქო რეესტრის მუშაობა. მოქალაქის აღშფოთება სამართლიანია. იგი დაჩქარებული მომსახურების საფასურს იხდის მოთხოვნის შესაბამისად (რომელიც არცთუ ისე ცოტაა), რეესტრმა კი უნდა უზრუნველყოს მისი სრულფასოვანი მომსახურება და მოქალაქე არ შეაფერხოს.
ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, აუნაზღაურებს კი სამოქალაქო რეესტრი მისი გაუმართავი მუშაობის გამო დაზარალებულ მოქალაქეს მორალურ ზარალს?!
საქინფორმი