პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: საქართველო გააგრძელებს აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. დღევანდელ რთულ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს აგრძელებს აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებთან.

გავაგრძელებთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ამის პარალელურად, კვლავ პრიორიტეტულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება. აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის დასტურია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, ინიცირებული რეზოლუცია თუ საკანონმდებლო აქტი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას და მის სტრატეგიულ დონეზე აყვანას, რა მიმართულებითაც უწყება აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ამ კუთხით აღსანიშნავია უკვე მიღწეული შედეგები, კერძოდ, მაღალი დონის დიალოგის დაფუძნება იტალიასთან, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება რუმინეთთან, 2022 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.