საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მამუკა ხაზარაძე შემიძლია სააკაშვილის მაროდიორად მოვიხსენიო

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. მამუკა ხაზარაძე შემიძლია სააკაშვილის მაროდიორად მოვიხსენიო! - რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი და ვის ემუქრება?! - ეს განცხადება “ლელოს“ ლიდერის მისამართით პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამიერიდან ხაზარაძეს მის კრიმინალურ წარსულს ყოველთვის შეახსენებს.

ღარიბაშვილის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პარტიები სააკაშვილის პილიტიკურ მიზნებს ემსახურებიან“.

არ არსებობს ცალეკე აღებული არც მამუკა ხაზარაძე და არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია - ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფები, სატელიტები - ეს ადამიანები როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ.

ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის.

როდესაც ჩვენ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ყველაზე ანტიქართულ, ანტიევროვნულ მოვლენაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი უბედურება დამართა - ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა და ხალხი ამ ომისთვის გაწირა. მათი მემკვიდრეობა ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ასე შემდეგ - ამ ყველაფერს თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე.

როდესაც თქვენ ისეთ პიროვნებაზე საუბრობთ, როგორიც არის ხაზარაძე, ის კრიმინალად უნდა მოიხსენით. ბატონო ხაზარაძე არის გასამართლებული თაღლითობაში, მიესაჯა და სასამართლომ აღიარა თაღლითად. კაცმა, რომელმაც საკუთარი ბანკი და ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საუბარია...

ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო სააკაშვილის მაროდიორად. როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ატერორებდნენ ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს და ასე შემდეგ, თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში და მათი ქონების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი ხაზარაძე და მისი ბანკი იყო. ის თავიდან ბოლომდე, სააკაშვილთან ერთად კრიმინალურ საქმიანობაში იყო ჩართული.

კაცი, რომელიც ოცნებობს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, რომელ მოგებაზეა საუბარი - საერთოდ, რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი თაღლითი და ვის ემუქრება?! ის ემუქრება ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა და ხალხი ნეოფაშისტური რეჟიმისგან იხსნა, მოუტანა უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. ეს თაღლითი ამ ადამიანს ემუქრება!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.