რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მოდური ხელისუფლება და რა განსხვავებაა საბჭოთა დისიდენტებსა და ქართველ ოპოზიციონერებს შორის

   ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი სსრკ-ში გავატარე. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის - სკკპ-ს ოპოზიცია მაშინ არ არსებობდა, მაგრამ იყვნენ სხვაგვარად მოაზროვნეები - დისიდენტები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მოსახლეობის ნაწილში. ძირითადად, ესენი იყვნენ მეცნიერებისა და ხელოვნების ცნობილი, ხშირად გამოჩენილი წარმომადგენლები, ნიჭიერი და უაღრესად განათლებული ადამიანები, რომლებიც მით უფრო ხშირად იყვნენ მართლები, რაც მეტად იძირებოდნენ საბჭოთა ხელმძღვანელები კორუფციასა და ნეპოტიზმში, ანდა თავიანთი ხელშეუხებლობით ბოროტად სარგებლობდნენ და დასავლურ სპეცსამსახურებთან ფარულად თანამშრომლობდნენ (კაგებეს ეკრძალებოდა პარტიული ხელმძღვანელების დამუშავებაში აყვანა ცენტრალური კომიტეტის სპეციალური მითითებების გარეშე).

   დისიდენტები, რომელთაც აღარ სურდათ საბჭოთა ციხეებში ჯდომა, საჯაროდ მონანიება და კაგებესთან თანამშრომლობა, ხშირად ემიგრაციაში მიდიოდნენ (ზოგიერთებ ცხოვრების ბოლომდე აგებეს მიერ გადაბირებულ აგენტებად რჩებოდნენ), თავიდან - არალეგალურად, რჩებოდნენ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სამსახურებრივი მივლინებებისა თუ გასტროლებისას და იღებდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს, ხოლო პერესტროიკის დაწყებისთანავე უკვე დაუბრკოლებლად და დემონსტრაციულად ტოვებდნენ საბჭოთა კავშირს. ბრეჟნევის პერიოდიდან დაწყებული, საბჭოთა მოქალაქეთა ნაწილისთვის ისინი უკვე არა მოღალატეებთან ასოცირდებოდნენ, არამედ სხვაგვარად მოაზროვნეებთან, ამერიკულ ოცნებასთან, მდიდარ ცხოვრებასთან თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაში, თავისუფლებასა და დასავლურ დემოკრატიასთან, ჯაზსა და ჯინსებთან, თამამ ქალებსა და ზღაპრულ მანქანებთან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასწაულებთან, რომლებსაც თავად გაქცეული ემიგრანტები ქმნიდნენ, ჰოლივუდთან, მაკდონალდსა და პეპსი-კოლასთან. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი დისიდენტი ყველას თვალში, ვინც კომუნისტურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა, ყოველთვის იყო მოდური, საბჭოთა მასებთან ერთად დინების მიმართულებით ცურვის მოწინააღმდეგე და შესაბამისად - გმირი,    რომელმაც გაბედა სიმართლის თქმა. მათ შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, რიგითი მოღალატეებიც, მაგრამ იყვნენ იდეური მეამბოხენიც, მოვიხსენიებ მხოლოდ ჩემთვის კარგად ნაცნობ ალექსეევას, კოვალიოვს, ვლადიმერ ვისოცკის, საქართველოში - კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუა ამირეჯიბს.

   მაგრამ თუ საბჭოთა დროის რომელიმე დისიდენტს შეადარებთ დღევანდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, შედარება აშკარად არ იქნება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. მაგალითად, ქართული ოპოზიცია - პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები - საოცარი უცოდინრები არიან პრიმიტიული აზროვნებით, უცხოური გავლენის აგენტები და უბრალოდ უცხოური სპეცსამსახურების აგენტები, ანუ უპრინციპო, გამყიდველი ჯაშუშები. თავისი დროის მოწინავე, მოდური დისიდენტებისაგან განსხვავებით, რომლებიც იცავდნენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქართველი ოპოზიციონერები არიან ჩამორჩენილი, პროვინციელი და სულელი მოღალატეები, სულით გამყიდველები, პარიზში დაბადებულების ჩათვლით, მაგალითად, სალომეა ზურაბიშვილი.

   ნახეთ, რას მიედ-მოედებიან ტელეეკრანებზე ოპოზიციის სექსუალური დაუკმაყოფილებლობით შეწუხებული ქალები - შემთხვევითი როდია, რომ დღეს ქმედუუნარო ოპოზიციაში არის ძლიერი გენდერული მიკერძოება მდედრობითი სქესის მიმართ: პარლამენტარები, რომლებსაც თავი პოლიტიკოსებად მოაქვთ, დიქტორები, რომლებსაც თავი ანალიტიკოსები ჰგონიათ, გაურკვეველი სფეროს ექსპერტები, რომლებიც თავს პოლიტოლოგებად ასაღებენ! თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ოპოზიცია შეეფერება ხელისუფლებას, რომლის უმრავლესობა ასევე არ აბრწყინავს ინტელექტითა და ტალანტებით. თუმცა, რომელ უმრავლესობაზეა ლაპარაკი?! არცთუ დიდი ხნის წინ ბევრი ოპოზიციური პარტია განა არ იყო ალიანსში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, მაგალითად, რესპუბლიკელები, რომლის ლიდერები, თანაც ცოლ-ქმარი, ერთდროულად იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი?! და ეს მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ათამდე წევრიც არ ჰყავს, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, სოროსის გაზრდილ თინა ტაივანჩიკზე დიდი სამხედრო პროფესიონალი ვერ მოიძებნა...

   სწორედ სიმდიდრით, კორუფციითა და ნეპოტიზმით თავგასული ქვეყნის ზოგიერთი მბრძანებელი, რომელიც თავს შორს იჭერს ამომრჩევლისაგან, არის დამნაშავე იმაში, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც უნდა შრომობდეს ქარხნებსა და მინდვრებში, შრომა-გამოსასწორებელ სამუშაოებზე, ანდა სასჯელს იხდიდეს ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატისთვის, დღეს მორალს გვიკითხავს ტელეეკრანებიდან პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, პოლიტოლოგების სახით და აინფიცირებს ჩვენს შვილებს თავისი ბაცილებით! შეიძლება ყველაფერი, რასაც ამბობენ, არ არის სიმართლე, მაგრამ თუ ამაზე საუბრობენ ტელევიზიით, ეს იგი ასეცაა! მაშასადამე, მათ უკან ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დგას!“, - ასე ჰგონიათ პროპაგანდით გაბრიყვებული უბრალო მოქალაქეები, განსაკუთრებით - ახალგაზრდობა, ასე ფიქრობენ საზღვარგარეთ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის საინფორმაციო პოლიტიკა - ფუჭი სიტყვებია!

   რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ავირჩიეთ ეს ხელისუფლება, მაგრამ განა სხვა არჩევანი გვქონდა?! არ გვქონდა, რადგან საქართველოში არ იყო, არ არის და უახლოეს მომავალში არც იქნება ოპოზიცია ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით! არ არსებობს არც პარტიები, არც ლიდერები, ამიტომ ყოველგვარი ანალოგია უცხოურ ოპოზიციასთან და, მით უმეტეს, საბჭოთა ხანის დისიდენტებთან სასაცილო და უადგილოა! თუმცა კიდევ არის იმედი, რომ ორი ირაკლი და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გაათავისუფლა საქართველო სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებისგან, განაახლებენ დეპუტატთა კორპუსის და მინისტრთა კაბინეტს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გახდება ძლიერი და მოდური - კრეატიული, ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოფიქრალი და არა დასავლეთის ხუშტურებზე მოსიარულე! ვფიქრობ, სწორედ ამისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი.

   მოდური ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში ორიენტირებულია სტრატეგიულ პარტნიორობაზე პერსპექტიულ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან - ჩინეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, BRICS-თან, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან და არა დეგრადირებულ ევროკავშირთან, ნატოსა და აშშ-სთან მათი ჭკუასუსტი პრეზიდენტითან, მით უმეტეს, არა აგონიაში მყოფ უკრაინასთან, რომელსაც მეთაურობს პირსისხლიანი და ბინძური ჯამბაზი ნარკომანი - სალომეა ზურაბიშვილის ფავორიტი!

   მოდური ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, აფხაზეთში მიმდინარე უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, რომელთა მსგავსიც, რუსებისთვის (თურქეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით) გადაულახავი დაბრკოლებების შემდეგ "აფხაზეთის მოქალაქეობის" მოპოვებაში, ბიზნესის გახსნასა და აფხაზეთში უძრავი ქონების შესაძენაში, და რაც მთავარია - ვიცე-კონსულის, აფხაზეთში რესეთის საელჩოს პირველი მდივნის, დმიტრი ვიშერნევის მკვლელობა მეუღლესთან ერთად 2013 წელს, არ მახსენდება, ესაა: ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის 49-წლიანი იჯარით გადაცემა დიდი სკანდალითა და პროტესტის ფონზე; აფხაზეთის უარი რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან მართლწესრიგის დაცვის შესახებ შეთანხმების დადებაზე; აფხაზეთის „უზენაესი სასამართლოს“ მიერ აფხაზი ედგარ აბუხბას გათავისუფლება, რომელმაც 2019 წელს გააუპატიურა, ცემა და გაძარცვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადება მოჰყვა.

   მოდური ხელისუფლება უარს იტყვის სააკაშვილის რუსოფობიურ ტრადიციებზე და პატივისცემით მოეპყრობა რუსეთში მცხოვრები 170 ათასამდე საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს, მისცემს შესაძლებლობას, ხმა მისცენ მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

   მოდური ხელისუფლება გამოასწორებს პარანოიითა და ჯაშუშომანიით დაავადებული მინისტრის და მენშევიკ სალომეას შეცდომას და საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს საქართველოს ათასობით მკვიდრს, რომლებმაც სხვადასხვა დროს რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

   მოდური ხელისუფლება თავის საფირმო სტილად აქცევს მოქალაქეების წერილებზე პასუხის გაცემას 10-დღიანი ვადის განმავლობაში, როგორც ეს უწინ ხდებოდა; დააბრუნებს ყველა დონის თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეების მიღების დღეებს, სახელმწიფოს პირველი პირების ჩათვლით; შეატყობინებს 118-09 საინფორმაციო სამსახურს თავის და თანაშემწეების ტელეფონის ნომრებს; არ დაემსგავსება ზოგიერთ მინისტრს და სალომეას - დაამყარებს ზრდილობიან კომუნიკაციას ჟურნალისტებთან.

   მოდური ხელისუფლება გინეკოლოგის ასისტენტ ორსულა ფონდერლაიენის, რობერტას ბიცოლისა და სხვა სტრატე-გიული პარტნერების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, უარს არ იტყვის პროფესიონალთა და პატრიოტთა უანგარო დახმარებაზე, რომელთათვისაც ხელისუფლების კარი, როგორც სააკაშვილის დროს, დახურული, თუმცა რომელთა ყველა რეკომენდაცია ბოლო 11 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ (step by step) მაინც სრულდება.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 17 თებერვალი
საქართველო, თბილისი