აქტუალური
ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ვაზიანში

avazianაშშ-ის საზღვაო ქვეითები და ქართველი ჯარისკაცები ერთობლივ ორკვირიან გეგმურ სწავლებას მართავენ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმ ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში დისლოცირებისათვის ამზადებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში სახელწოდებით „Agile Spirit“, რომელიც 1 აგვისტოს დასრულდება, ამერიკულ მხარეს მონაწილეობენ რუმინეთში, კონსტანცაში ბაზირებული შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი და ბესემერის გარეთ ბაზირებული ანტიტერორისტული ბატალიონი; ხოლო ქართული მხრიდან მასში შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედრო არის ჩართული.

„სწავლების მიზანია, გააღრმაოს ურთიერთქმედება სამხედრო დანაყოფებს შორის, დაეხმაროს მათ ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარებაში; ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ურთიერთგაძლიერებაში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

საქინფორმი