აქტუალური
ანრი ოხანაშვილი: სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება იქნება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფაც

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, რომელიც მხილებულია დანაშაულებში, ეს იქნება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა, არამედ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ამას ძალიან მძიმე პოლიტიკური რეაქცია ექნება.

მისგან გამორიცხული არაფერია, თუმცა ვერ ვიმარჩიელებთ. ცხადია, ასეთი პროცესები მის მიერ წარმართულია. როგორც ჩანს, აქტიურად წარმოებს ლობისტური ჯგუფი – ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატების მიერ რეზოლუციების მიღება და შემდეგ ხელმოწერების შეგროვება ხდება, რათა სალომე ზურაბიშვილმა, ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, თავი იმართლოს, რომ მისი პირადი გადაწყვეტილება კი არ იყო, არამედ ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ითხოვდნენ. ეს არის ნიადაგის შემზადება. ამ გზას თუ აირჩევს, ამას მწვავე პოლიტიკური შეფასება ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.