აქტუალური
ისლანდიის პრეზიდენტი: ჩვენ პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და საერთაშორისო მოვლენებზე ჩვენი გავლენის გადაჭარბებულად შეფასებას უნდა მოვერიდოთ

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ჩვენ პატარა და მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ. თავიდან უნდა ავიცილოთ საერთაშორისო მოვლენებზე ჩვენი გავლენის გადაჭარბებულად შეფასების ცდუნება, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისლანდიამ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია კაცობრიობის საერთო სიკეთისთვის. გუდნი იოჰანესონის განმარტებით, შესაძლოა, ისლანდიის წარსულსა და ისტორიაში არის ისეთი რამ, რაც შეიძლება, სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მე შევხვდი ჩემს პირველ ქართველ მეგობრებს. ეს ჩემს გონებაში ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩა. მე ვსწვალობდი ინგლისში, უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ქართველ სტუდენტებთან ერთად. ისინი იყვნენ სიცოცხლით სავსე, ჩართულები, საინტერესო ადამიანები. მას შემდეგ ვიცი, როგორ ვთქვა ქართულად „მე შენ მიყვარხარ“. რაც შეეხება პატარა სახელმწიფოებს და დიდ გავლნას, მე მკითხეს, არის რამე, რაც კარგმა ქართველმა ხალხმა შეიძლება ისწავლოს ჩვენგან, ისლანდიელებისგან? ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ისლანდიელებს საერთაშორისო სცენაზე გამოსვლა? ისლანდია არის პატარა, ახალგაზრდა, თავად კუნძული – სულ რაღაც 16 მილიონი წლის, ხალხი ამ კუნძულზე ცხოვრობს ათასზე მეტი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენი ისტორია ვერანაირად შეედრება საქართველოს მდიდარ ტრადიციასა და მემკვიდრეობას. ჩვენი მოსახლეობა მრავალრიცხოვანი არ არის – მე, ჩემი დელეგაცია, სულ, სადღაც, 400 ათასამდე ადამიანი.

პატარა სახელმწიფოების დიდი გავლენა – დიახ, ჩვენ პატარა და მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა ვართ. თავიდან უნდა ავიცილოთ საერთაშორისო მოვლენებზე გავლენის ჩვენი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების ცდუნება. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია კაცობრიობის საერთო სიკეთისთვის. შესაძლოა, ჩვენ გარკვეული რჩევა შევთავაზოთ, შესაძლოა, შეგვიძლია სხვებისთვის ჩვენი კუნძულის გამოცდილების გაზიარება ან შევთავზოთ გარკვეული ბრძნული სიტყვა ჩვენი წარსული გამოცდილებიდან. არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც ბევრად უკეთ შეგვიძლია ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

როგორც გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, ისლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ჩვენ გვქვს ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტები, ჩვენთან ყოველთვის თბილა და მზეა – არასდროს დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან. სითბოსა და მზესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ გუშინ მე ვისიამოვნე საქართველოს სითბოთი, როდესაც ვიმყოფებოდი გადაკვეთის წერტილში, ოძისში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. ეს იყო ხაზი, რომლის გადაკვეთაც მე არ შემეძლო, იმის მუხედავად, რომ მეორე მხარესაც საქართველოს ტერიტორია იყო. ეს ძალინ განსხვავებული სიტუაცია იყო ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ჩემს კუნძულთან შედარებით. ჩვენ არ გვყავს არმია, ჩვენ არ გვყავს უშუალო მეზობლები, რომლებიც გვემუქრებიან ძალადობით და ომით. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ კუნძულზე, ჩრდილოეთ ატლანტიკის შუაგულში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ გყავდეთ მეზობლები, მაშინ იქნებით თავისუფლად და კარგად. ასეთი იქნებოდა რჩევა ისლანდიისგან. თქვენ შეგიძლიათ, ამას შეეკამათოთ. ჩვენი ისტორია სხვებისგან დაშორებით მდებარე ჩვენს კუნძულზე გვეუბნება, რომ უსაფრთხოება, ჩვენი დაცულობა დამოკიდებულია სხვების უსაფრთხებასა და დაცულობაზე“, – განაცხადა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა.

მისივე თქმით, ვიდრე უკრაინაში რუსეთის აგრესია მძვინვარებს, თავისუფლება არის საფრთხეში მთელ ევროპაში.

ევროპაში როცა ომია, ეს აისახება ჩვენზეც, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შორს ვართ. ასე რომ, ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლაციაში და დიახ, შესაძლოა, ჩვენს წარსულსა და ისტორიაში არის ისეთი რამ, რაც შეიძლება, სხვებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც მან რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, „პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ და უნდა დაიკავონ მორალური პოზიცია, როდესაც დიდი მოთამაშეებისთვის ეს ცოტა უფრო რთული ხდება“.

ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ, პატარა სახელმწიფოებს შეგვიძლია და რაც უნდა გავაკეთოთ. როდესაც ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბალტიის სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად აღადგინა 1991 წლის აგვისტოში, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიმართეს რეიკიავიკს, იგივე გაეკეთებინა მათთვის. თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ, რადგან ძლიერი კავშირები არ ყოფილა. ჩვენ კარგად ვიცოდით ბალტიის ქვეყნების მძიმე მდგომარეობა, რადგან ისინი ჩვენთან უფრო დაახლოებული იყვნენ. ეს არის მაგალითი, რომ შეუძლებელია, მსოფლიოში ერთიანად გადარჩენა, საჭიროა ძალისხმევის ფოკუსირება. ზოგჯერ ეს ასევე არის სასტიკი რეალობა“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.