აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას „რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟი წარმოადგენდა.

აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.